ფრჩხილების მოვლა და მათზე ზრუნვა მხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით არაა აუცილებელი. სჯობს, ეს მარტივი რიტუალი სასარგებლო ჩვევად გადაიქცეს და სხეულის მოვლის კომპლექსური პროგრამის აუცილებელი შემადგენელი გახდეს. ფრჩხილები მართლაც იმსახურე ჩვენს მზრუნველობას, მათი წყალობით არიან ჩვენი თითები ასეთი მოხერხებული და მარჯვე.
ფრჩხილის ზრდის სიჩქარე შემდეგი ფაქტორებით განისაზღვრება: ადამიანის ასაკი, კვება, ჯანმრთელობა, გარემო პირობები, წელიწადის დრო. საშუალოდ ფრჩხილი კვირაში დაახლოებით 1 მმ-ით იზრდება. თუ მათ სულ ცოტა დროს დავუთმობთ, ჰიგიენას დაიცავთ, სრულყოფილად იკვებებით, ბევრ წყალს სვამთ, შედეგი არასდროს აყოვნებს.
მოვლის უმარტივესი წესები
საერთოდ, ფრჩხილის დამოკლებისთვის მაკრატლის გამოყენებას ქლიბის გამოყენება სჯობს. მართალია, ამას მეტი დრო მიაქვს, მაგრამ როცა ეს დრო არსებობს, მაშინ მაინც გავითვალისწინოთ, რომ ქლიბით ფრჩხილი ნაკლებად ზიანდება და საჭირო ფორმაც მისი სშუალებით უფრო კარგად იკვეთება.
გავრცელებული თვალსაზრისით, ნუნები არ ითვლება მომხიბვლელ ატრიბუტად, ამიტომ მათ ჭრიან.. სინამდვილეში ნუნები ფრჩხილებს და მათ ახლოს კანს ინფექციებისგან იცავს. ამიტომ უკეთესი გამოსავალი ნუნების ხის საგანგებო ჯოხით უკან ფრთხილად დაწევაა.
ზარმაცებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, სანამ ფრჩხილებს შეაფერადებთ, ძველი ლაქი მოიშორეთ. ძველ ზედაპირს ახალს ნურასდროს დაადებთ. როცა ძველ ფენას მოიშორებთ, ცოტახანს დაასვენეთ ფრჩხილი.
დასვენების დროს შეგიძლიათ თითები თბილ ზეთისხილის ზეთში ჩაყოთ და 1 წუთით გააჩეროთ. ეს ამაგრებს ფრჩხილებს და ძვირფასი საკვები ნივთიერებებით ამდიდრებს.
თუ ფრჩხილი მაკრატლით დამუშავებას არ ემორჩილება (როგორც წესი, ეს ფეხის ფრჩხილზე ხდება), თბილი წყლის აბაზანა აუცილებელია, თუ წყალში მარილს ჩაამატებთ უკეთესია. ეს ბევრნაირი უსიამოვნებისგან დაიცავს ფრჩხილს და ენერგიას და დროს დაზოგავს.
ფრჩხილის მოვლა ადვილია თუ არც ინფექციაა და არც ანთება. მაგრამ, მაინც ხდება ხოლმე და გაღიზიანება და მტკივნეული შეგრძნება იჩენს თავს. ასეთ შემთხვევაში კარგ შედეგს იძლევა ხახვის (წვრილად დაჭრილი) და მცენარეული ზეთის ნაზავი. ის საკმაოდ სქელი უნდა გამოვიდეს, ამიტომ ზეთს ჭარბად ნუ გამოიყენებთ. ხახვის მასას გაღიზიანებულ ადგილზე იდებთ და დოლბანდით შეახვევთ. დღეში 3-4-ჯერ ასეთი პროცედურის გაკეთებამ გაღიზიანება უნდა მოხსნას.
გაყვითლებული, მუქი ფერის ფრჩხილის მიზეზი ავიტამინოზი, მოწევა ან მუქი ლაქის მუდმივი გამოყენებაა. ცნობილი ხერხია თბილი წყლისა და პერეკისის აბაზანა. 15 წუთიანი აბაზანა ასეთ წყალში აუცილებლად იმოქმედებს, გამოდგება ლიმონის წვენი და ძმარიც, ბამბას მათში ასველებ და ისვამ. 


